კულინარია

ხორცის, გოგრისა და ცომის ატრია

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.09

ატრია
დაკოპირებულია

გემრიელი ატრიას რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸500 გრამი გოგრა

🔸 500 გრამი ხახვი

🔸 1 კილოგრამი ნაკლებად ცხიმიანი ცხვრის ხორცი

🔸 1 კვერცხი

🔸 შავი პილპილი

🔸 4 ჭიქა ფქვილი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი, მარილი.

სოუსისთვის: ცოტა ძმარი, ცხარე წითელი წიწაკა, ჰერკულესი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილი გაცერით, კვერცხი და მარილი ათქვიფეთ კარგად, შეურიეთ ფქვილში, შემდეგ დაასხით წყალი და მოზილეთ ძალიან მკვრივი ცომი.

გოგრა გაარჩიეთ და დაჭერით წვრილ კუბიკებად. ხახვი და ხორციც – ძალიან წვრილად, უყავით მარილი და პილპილი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი გოგრაც და კარგად აურიეთ. ცომი გააბრტყელეთ და გააკეთეთ პატარა ბლინები. თითოეულს შუაში კოვზით ჩაუდეთ ხორცი და შეკარით, მიეცით გუფთის ფორმა, ჩაალაგეთ ცეცხლგამძლე ლითონის ბადეში და მოასხით ცოტა ზეთი. შემდეგ ჩადგით მდუღარეწყლიან ქვაბში და 45 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, რომ ორთქლზე მოიხარშოს.

სანამ ატრია მზადდება, მოამზადეთ სოუსი: ძმარში შეურიეთ ცხელ წყალში დამბალი ჰერკულესი, ცხარე წითელი წიწაკა და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცხელი ზეთი.

ამოიღეთ მზა ატრია ლანგარზე და მოასხით სოუსი.

შეგიძლიათ სოუსად გამოიყენოთ მაიონეზიც ან, უბრალოდ, მოაყაროთ ცხარე წიწაკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...