კულინარია

ხორცის ბურთულები ტომატის სოუსში ცისანა სეფიაშვილისგან

№14

ავტორი: „თბილისელები“ 13:00 17.04

ცისანა სეფიაშვილის კერძი
დაკოპირებულია

ცისანა სეფიაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, ყველას უკვირს, როცა ვამბობ, საოცარი გურმანი ვარ, გემრიელად დანაყრება მიყვარს და არც მოგვიანებით ჭამას ვერიდები-მეთქი. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე, არც განტვირთვის დღეებს ვიწყობ საკვების შეზღუდვით. არც ვარჯიშის დრო მაქვს. მიყვარს კერძების მომზადება და როგორც ამბობენ, ძალიან გემრიელი ხელი მაქვს. არასოდეს მივყვები რეცეპტს, თვალისა და ხელის ზომით შემიძლია, ინგრედიენტების შეზავება. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველებს შევთავაზებ გემრიელი, წვნიანი და არომატული კერძის რეცეპტს – ხორცის ბურთულები ტომატის სოუსში, რომელიც ძალიან გემრიელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი საქონლის ხორცი

🔸 50 გრამი თეთრი პური

🔸 100 მილილიტრი რძე

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 40 გრამი ყველი

🔸 0,5 ჩაის კოვზი შავი პილპილი

🔸 0,5 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი

🔸 1 კვერცხი, 800 გრამი პომიდორი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი

🔸 0,5 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 ცოტა შაქარი

🔸 წითელი წიწაკ

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაქუცმაცებულ პურს დაუმატეთ რძე და და კარგად აურიეთ. ხახვი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. საქონლის ხორცს დაუმატეთ მარილი, დაფქული შავი პილპილი, ნივრის ფხვნილი და რძეში დამბალი პური. ათქვიფეთ კვერცხი და ეს ყველაფერი ხორცს დაუმატეთ. კარგად აზილეთ, მიეცით მრგვალი ფორმა და შეწვით ზეთში.

სოუსისთვის ხახვი მოშუშეთ ზეთში და დაამატეთ წვრილად დაჭრილი, კანგაცლილი პომიდორი. ჩაუმატეთ დაფქული წითელი წიწაკა, დაფნის ფოთოლი, შაქარი, დაფქული ქინძი, ხმელი რეჰანი და მარილი. აურიეთ და ადუღეთ, 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს, ხორცის ბურთულები მოათავსეთ სოუსში და მიირთვით. ძალიან უხდება კარტოფილის პიურე გარნირად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა