კულინარია

ხორცის ბურთულები სოუსით ლიკა ყაზბეგისგან

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.07

ლიკა ყაზბეგის კერძი
დაკოპირებულია

ლიკა ყაზბეგი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

გურმანი ვარ, გემრიელი საჭმელების კეთება კარგად მეხერხება და დაგემოვნებაც მიყვარს. მივხვდი, ჯანსაღი კვება და სუფთა ჰაერზე სიარული ყველაზე კარგი გამოსავალია ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, სასურველი წონის შესანარჩუნელად და ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. ყველანაირი გემო მიყვარს – მჟავეც, ცხარეც და ტკბილიც, თუმცა, ღომთან და ცოცხალ თევზთან ვერ ვმეგობრობ. გაგიზიარებთ ხორცის ბურთულების მომზადებას სოუსით, რომელიც საკმაოდ გემრიელია და ღირს თავის განებივრება.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი შერეული ხორცის ფარში

🔸 1 კვერცხი

🔸 ცოტა ნაღები

🔸 2 ნაჭერი პური

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 მარილი – გემოვნებით, ზეთი.

სოუსისთვის: 1 კბილი გახეხილი ნიორი, წმინდად დაჭრილი 1 სადილის კოვზი ხახვი, 2 სადილის კოვზი ვორჩესტერის სოუსი, 1 სადილის კოვზი ძმარი, 2 სადილის კოვზი წყალი, 1 შეკვრა კეტჩუპი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

გატარებულ ხორცს დაუმატეთ ნაღები, წინასწარ დამბალი პური, კვერცხი, გახეხილი ნიორი, მარილი და ხელით კარგად გადაურიეთ. გააკეთეთ პატარა ბურთები და შეწვით ზეთში. ცალკე ტაფაზე მოათავსეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 10 წუთი. გადმოიღეთ მომზადებული ხორცის ბურთები თეფშზე და ზემოდან მოასხით სოუსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული