კულინარია

ხორცის ბურთები თხილისა და ყველის სოუსით

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.02

ხორცის ბურთები
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 150 გრამი ფქვილი

🔸 80 მილილიტრი თეთრი მშრალი ღვინო

🔸 200 მილილიტრი საქონლის ხორცის ბულიონი

🔸 50 გრამი თხილი

🔸 1 კვერცხი

🔸 80 გრამი მაგარი ყველი

🔸 500 გრამი საქონლის ფარში

🔸 20 გრამი პური

🔸 200 მილილიტრი რძე

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაალბეთ პური 100 მილილიტრ რძეში, შემდეგ გაწურეთ და გადაიტენთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ ფარში, დანაყილი თხილი, კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. წვრილად გახეხეთ 30 გრამი ყველი, დაუმატეთ ფარშს და კარგად აურიეთ. დაისველეთ ხელები ცივ წყალში და მიღებული ფარშისგან გააკეთეთ პატარა ბურთები. ამოავლეთ ფქვილში, შეწვით ზეთში და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. დაასხით ბულიონი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ თავდახურული 10 წუთის განმავლობაში. ყველის სოუსი კი ასე მოამზადეთ: აადუღეთ 100 მილილიტრი რძე, გაადნეთ მასში 50 გრამი გახეხილი ყველი, ურიეთ შეუჩერებლად და ჩაასხით თეთრი, მშრალი ღვინო. ხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

მოასხით ხორცის ბურთულებს ან სუფრასთან ცალ-ცალკე მიიტანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული