კულინარია

ხორცის ბურთები არაჟნითა და ტომატით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.11

ხორცის ბურთები
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი ძროხის ხორცის ფარში

🔸 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი ჭიქა ბრინჯი

🔸 1 კვერცხი

🔸 250 გრამი არაჟანი

🔸 3 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

🔸 ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ ბრინჯი სტანდარტულად. ცალკე, ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ფარშში შეურიეთ მოხარშული ბრინჯი და მოშუშული ხახვი, ნიორი, შემდეგ – ტომატ-პასტა, კვერცხი და კიდევ აურიეთ. ბოლოს კი დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი.

სქელძირიან ტაფაზე დაასხით ზეთი, შემდეგ არაჟანი ნელ-ნელა გახსენით და ჩაალაგეთ მასში ფარშისგან მომზადებული ბურთულები, ზემოდან მოასხით 2 სადილის კოვზ წყალში გახსნილი და მარილ-პილპილით შეგემებული, არაჟანში შერეული ტომატ-პასტა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 40 წუთის განმავლობაში. თუ სოუსი სქლად მოგეჩვენებათ, ცოტა წყლის დამატება კიდევ შეგიძლიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა