კულინარია

ხორციანი რულეტი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.08

ხორცის რულეტი
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი რულეტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი ძროხის ხორცი

🔸 3 ნაჭერი თეთრი პური

🔸 1 სადილის კოვზი სუნელები

🔸 1 კვერცხი, მარილი და პილპილი.

შიგთავსი: 8 ნაჭერი მაგარი ყველი, 3 კვერცხი, 100 გრამი ბეკონი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ძროხის ხორცისგან გააკეთეთ ფარში, შეურიეთ რძეში დამბალი პური, დაუმატეთ კვერცხი, სუნელები, ცოტა მარილი და შავი პილპილი, კარგად აურიეთ.

3 კვერცხი ათქვიფეთ კარგად, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, შეწვით ომლეტი დიდ ტაფაზე, ორივე მხრიდან.

გაშალეთ ფოლგა და მასზე გააბრტყელეთ ფარში, ისე რომ მართკუთხედის ფორმა მიიღოს. ზემოდან დაადეთ ომლეტი, დააფარეთ ყველის ნაჭრები, შეახვიეთ და შეკარით ფარშით. შემდეგ შემოახვიეთ ბეკონის ნაჭრები, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ აირღუმელში 200 გრადუსზე, საათ-ნახევრის განმავლობაში. გამოიღეთ, დაჭერით და შემოუწყვეთ გრძლად დაჭრილი მჟავე კიტრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა