კულინარია

ხორციანი ღვეზელი სოუსით

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.03, 2023 წელი

ხორციანი ღვეზელი
დაკოპირებულია

ხორციანი ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

შიგთავსი – 900 გრამი ქათმის ფარში, თხელ რგოლებად დაჭრილი მსხვილი, მწვანე ხახვი, 1 ცალი გახეხილი სტაფილო, ცოტა ტკბილი წიწაკა, ნახევარი ბულგარული წიწაკა, ცოტა ხმელი სუნელი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით. 2 ცალი თხელი ლავაში, 3 კვერცხი, 300 გრამი არაჟანი, ცოტა მარილი. 100 გრამი გახეხილი მაგარი ყველი, ცოტა კარაქი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფარშს მოაყარეთ მწვანე ხახვი და სუნელი, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მარილი, პილპილი, ტკბილი წიწაკა და აურიეთ ძალიან კარგად. გაშალეთ ლავაში, წაუსვით ფარში და გადაახვიეთ რულეტივით. ასე მოამზადეთ მეორე რულეტიც.

გამოსაცხობ ტაფაში ჩააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი და სრულად დაფარეთ დანაკუწებული ლავაშით. დაჭერით ორივე რულეტი ბრტყელ ნაჭრებად და ვერტიკალურად, მჭიდროდ ჩაალაგეთ გამოსაცხობ ფორმაში. ათქვიფეთ კვერცხი არაჟანთან ერთად, უყავით ცოტა მარილი, მოასხით ეს სოუსი ღვეზელს და გამოაცხვეთ ღუმელში ერთი საათის განმავლობაში 180 გრადუსზე. გამოიღეთ, მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და ღუმელში კიდევ 15 წუთი შეაბრუნეთ. გამოიღეთ და დაჭერით ცხელივე. შეგიძლიათ, მიირთვათ არაჟნით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი