ხორციანი ღვეზელი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.07

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 130 გრამი ქათმის ან ინდაურის ფარში
🔸 ნახევარი თავი ხახვი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 200 გრამი კომბოსტო
🔸 1 კვერცხი, 200 გრამი ფქვილი
🔸 120 მილილიტრი კეფირი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი სოდა
🔸 6 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
🔸 მარილი, ცოტა შავი პილპილი
🔸 დაფქული ნიორი, კამა და ოხრახუში.
მომზადების წესი 👩🍳
ჯერ მოზილეთ ცომი – კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. თასში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, ჩაუმატეთ ოთახის ტემპერატურაზე შემთბარი კეფირი, სოდა და კარგად აურიეთ. შემდეგ მცირე ულუფებად დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ, გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, მოზილეთ ცომი. ბოლოს ააგუნდავეთ, წაუსვით ზეთი, დააფარეთ ცელოფანი და ზემოდან ტილო. ცილა ათქვიფეთ ცოტა მარილთან ერთად, შეურიეთ სუნელი, პილპილი, ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.
მოამზადეთ შიგთავსი: კომბოსტო ძალიან წვრილად დაჭერით, სტაფილო კი გახეხეთ, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ მასზე ხახვი და სტაფილო. შემდეგ დაასხით 2 სადილის კოვზი წყალი, აურიეთ, მოაყარეთ კომბოსტო და კარგად ჩაშუშეთ. შემდეგ გადმოიტანეთ თასში, შეურიეთ ფარში, კვერცხისცილიანი მასა და მოათავსეთ მაცივარში.
ცომი გაყავით რვა ნაწილად, გააბრტყელეთ სათითაოდ, ამოჭერით მრგვლად, შუაში სადილის კოვზით დაადეთ შიგთავსი, გადაკეცეთ და მიეცით ნახევარმთვარის ფორმა. შებრაწეთ ორივე მხრიდან, ზეთიან ტაფაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან