კულინარია

ხორცი ცხარე წიწაკის სოუსით

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.12, 2022 წელი

ხორცი ცხარე წიწაკით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხორცი ცხარე წიწაკის სოუსით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 ნაჭერი ქათმის ფილე

🔸 3 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 სტაფილო

🔸 1 სუფრის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 1 ჩაის კოვზი ცხარე წიწაკის სოუსი

🔸 2 ცალი მწვანე წიწაკა

🔸 მარილი გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფილე დაჭერით კუბიკებად, ხახვი და ბულგარული წიწაკა კი – რგოლებად. სტაფილო მსხვილად გახეხეთ. ხახვი და ხორცი მოშუშეთ ზეთში 1-2 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ სტაფილო და ბულგარული წიწაკა. სტაფილო რომ დარბილდება, დაუმატეთ შაქარი, წიწაკისა და სოიის სოუსი. ბოლოს, დააყარეთ დაჭრილი მწვანე წიწაკა და მარილი და რამდენიმე წუთი შუშეთ. წიწაკამ უნდა შეინარჩუნოს სტრუქტურა და არ ჩარბილდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი