კულინარია

ხორცი პომიდვრის სოუსით

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.11

ხორცი პომიდვრის სოუსში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი შერეული ხორცის ფარში

🔸 6 სადილის კოვზი ნაღები

🔸 1 კვერცხი

🔸 2 ნაჭერი პური

🔸 1 კბილი ნიორი.

სოუსისთვის: 1 კბილი დანაყული ნიორი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 სადილის კოვზი ვორჩესტერის სოუსი, 1 სადილის კოვზი ძმარი, 2 სადილის კოვზი წყალი, ცოტა კეტჩუპი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

გატარებულ ხორცს დაუმატეთ ნაღები, წინასწარ დამბალი პური, კვერცხი, გახეხილი ნიორი და კარგად ამოურიეთ. გააკეთეთ პატარა ბურთები, დააწყვეთ ტაფაზე და შეწვით. ცალკე ტაფაზე მოათავსეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოუსის ინგრედიენტი და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 10 წუთი. მომზადებული ხორცის ბურთები ამოიღეთ თეფშზე და მოასხით სოუსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი