კულინარია

ხორცი ბადრიჯნით

№38

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.09, 2023 წელი

ხორცი ბადრიჯნით
დაკოპირებულია

ხორცის და ბადრიჯნის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი საქონლის ხორცი – სასურველია მცირე ზომად დაჭრილი ნეკნები

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი

🔸 20 გრამი ქონდარი

🔸 20 გრამი ოხრახუში

🔸 100 გრამი წვრილი

🔸 მწვანე ლობიო

🔸 3 ცალი კარტოფილი

🔸 50 გრამი „სალა“

🔸 ცოტა ჩილი

🔸 10 გრამი ქინძი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 შავი პილპილი

🔸 მარილი – გემოვნებით, წითელი წიწაკა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, მოაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ზემოდან – ასევე, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, შემდეგ – თხელ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, ზემოდან კი დაალაგეთ ხორცის ნაჭრები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ლობიო და მწვანილი. მთლიანად დაფარეთ თხლად დაჭრილი პომიდვრით, დაუმატეთ გასრესილი ნიორი, ჩილი, წვრილად დაკეპილი „სალა“, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა, დაასხით მდუღარე წყალი, იმდენი, რომ პროდუქტს შუამდე მოადგეს და დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, იხარშოს 10 წუთი. შემდეგ კი შედგით აირღუმელში, 180 გრადუსზე. საათ-ნახევარში კერძი მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა