კულინარია

ხილის სალათა ლიმონის კრემით ელგა ფორჩხიძისგან

№14

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.04

ელგა ფორჩხიძის კერძი
დაკოპირებულია

ელგა ფორჩხიძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს 👇

დილას რამდენიმე ჭიქა წყლით ვიწყებ. ეს შეიძლება, იყოს თაფლიანი, ლიმონიანი, თბილი ან ცივი წყალი. შემდეგ მივირთმევ ხილს ან ბურღულეულის ფაფას ან სალათას. ცოტა ხნის შემდეგ ვაყოლებ ყავას. ადრე სპორტით ვიყავი დაკავებული, თუმცა, ახლა ჩემი რიტმიდან გამომდინარე, ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ამიტომ ბევრს დავდივარ ფეხით, დაახლოებით, 7-8 კილომეტრს დღეში. ვცდილობ, ხორცთან კომბინირებულად მივირთვა ბოსტნეული, ვჭამო ნაკლებად ცხიმიანი და ნაკლებად ტკბილი. რაც მთავარია, არ ვიცავ დიეტას, უბრალოდ, ბოლო ჭამიდან პირველ ჭამამდე 16-საათიან შუალედს ვაკეთებ. ასე რომ, ხილი, ბოსტნეული, წყალი და საჭირო ვიტამინები აუცილებლად უნდა მივიღოთ. მინდა, „თბილისელების“ მკითხველს გავუზიარო ხილის სალათის რეცეპტი ლიმონის კრემით, რომელიც ძალიან სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 5 ცალი მარწყვი

🔸 1 ცალი კივი

🔸 1 ჭიქა ყურძნის მარცვალი

🔸 1 ცალი ვაშლი

🔸 1 ცალი ბანანი

🔸 1 ცალი ლიმონი

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 2 სადილის კოვზი ნაღები

🔸 პიტნის ფოთლები – მოსართავად

🔸1 სადილის კოვზი შაქრის პუდრა და ვანილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ლიმონი გარეცხეთ, გააშრეთ, გამოწურეთ წვენი, ცედრა კი გახეხეთ. ხილი დაჭერით მომცრო ნაჭრებად. არაჟანი და ნაღები ვანილთან ერთად ათქვიფეთ კრემის კონსისტენციამდე. შეურიეთ ლიმონის ცედრა, წვენი და შაქრის პუდრა. ხილი გაანაწილეთ ჭიქებში, მოასხით კრემი და 30 წუთით მაცივარში მოათავსეთ. სანამ მიირთმევთ, მორთეთ პიტნის ფოთლებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი