კულინარია

ხილის ფაფუკი ნამცხვარი

№35

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.09

ხილის ნამცხვარი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 6 კვერცხი

🔸 350 გრამი შაქარი

🔸 250 გრამი არაჟანი

🔸 200 მილილიტრი ზეთი

🔸 10 გრამი გამაფხვიერებელი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი სოდა

🔸 430 გრამი ფქვილი

🔸 გარგარი

🔸 მოცვი, ჟოლო ან ნებისმიერი სასურველი ხილი

🔸 შაქრის პუდრა მოსაყრელად, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში მოათავსეთ კვერცხის ცილა, მწიკვ მარილთან ერთად, გათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი, კვერცხის გული, არაჟანი, ზეთი და ბოლოს მშრალი ინგრედიენტები. ცომის მასაში დაუმატეთ, ასევე, კენკრისა და ხილის ნახევარი, დანარჩენი კი ზემოდან მოალაგეთ უკვე ფორმაში მოთავსებულ ცომს. აცხვეთ 180 გრადუსზე 55 წუთის განმავლობაში. მზა ნამცვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა