კულინარია
ხილის დესერტი იოგურტით და პიტნით
№36
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.09, 2022 წელი

გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸200 გრამი თხილეულის ნაკრები
🔸 100 გრამი ხილი
🔸 500 მილილიტრი იოგურტი
🔸 პიტნა – მოსართავად.
მომზადების წესი 👩🍳
თხილეული მსუბუქად, შეყავისფრებამდე მოხალეთ. დაჭერით თქვენი საყვარელი ხილი წვრილად. გამჭვირვალე ჭიქებში ფენებად გადაიტანეთ ინგრედიენტები: თავდაპირველად – თხილეული, შემდეგ – იოგურტი, ბოლოს – ხილი, შემდეგ – ისევ თხილეული, იოგურტი და ხილი. ზემოდან მორთეთ ხილითა და პიტნის ცოცხალი ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან