ხაჭოსა და კენკრის დესერტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.10
გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 250 მილილიტრი წყალი
🔸 სულ ცოტა მარილი
🔸100 გრამი კარაქი
🔸 180 გრამი ფქვილი
🔸 4 კვერცხი.
ხაჭოს კრემი: 400 გრამი ხაჭო, 2 შეკვრა კისელი, 80 მილილიტრი წყალი, 2 კვერცხის გული, 150 გრამი დარბილებული კარაქი, 50 გრამი ნებისმიერი კენკრა, 200 გრამი შაქარი, დარიჩინი.
მომზადების წესი: წყალში ჩადეთ კარაქი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. კარაქი ბოლომდე რომ გადნება, გადმოდგით და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, აურიეთ ძალიან კარგად, ცოტა გააგრილეთ და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომსიკაში და გამოსაცხობ ტაფაზე დასვით 10-15 სანტიმეტრის სიგრძის ჩხირები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. გადმოიღეთ და გააცივეთ.
მოამზადეთ კრემი 👩🍳
წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ 2 შეკვრა კისელი, სწრაფად მოურიეთ და მიიღეთ სქელი მასა, გააცივეთ ბოლომდე. ღრმა თასში მოათავსეთ ხაჭო, ჩაუმატეთ კვერცხის გული, კისელი, დარბილებული კარაქი, შაქარი და ათქვიფეთ ძალიან კარგად. თქვეფა გააგრძელეთ ბლენდერით და ბოლოს შეურიეთ კენკრა. ნამცხვრები გაჭერით შუაში, მთელ სიგრძეზე. წაუსვით კრემი და შეაერთეთ. დაალაგეთ დიდ თეფშზე, კრემი ზემოდანაც გადაუსვით და მოაყარეთ დარიჩინი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან