ხაჭოსა და არაჟნის დესერტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.06, 2022 წელი

ხაჭოსა და არაჟნის დესერტის რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი არაჟანი
🔸 400 გრამი ხაჭო
🔸 3 კვერცხი
🔸 4 სადილის კოვზი შაქარი
🔸 5 სადილის კოვზი მანანის ბურღული
🔸 1 ჩაის კოვზი ძმარში გახსნილი სოდა
🔸 მწიკვი მარილი და ნახევარი ჭიქა ქიშმიში.
მომზადების წესი 👩🍳
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში (მოიტოვეთ ცოტა ქიშმიში) და კარგად აურიეთ. დაასხით მომზადებული მასა ცხიმწასმულ ფორმაზე. აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ არ გავარდისფრდება. დარჩენილი ქიშმიში დესერტს მომზადებამდე 2-3 წუთით ადრე მოაყარეთ ზემოდან.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან