ხაჭოს ტრიუფელი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.03

ხაჭოს გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ხაჭო
🔸 500 გრამი ორცხობილა
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 200 გრამი შავი შოკოლადი,
🔸 2 სადილის კოვზი კაკაო
🔸 100 გრამი შაქარი
🔸 ერთი მუჭა ნიგოზი.
მომზადების წესი 👩🍳
ერთმანეთში კარგად აურიეთ ხაჭო, შაქარი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი და დააბლენდერეთ. გაყავით ეს მასა ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ გამდნარი შავი შოკოლადი, კაკაო და კარგად აურიეთ, ფოლგა გაშალეთ, მასზე სამ რიგად დაალაგეთ ორცხობილები, წაუსვით თეთრი კრემი, ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა, შემდეგ ფენად წაუსვით შოკოლადიანი მასა.
ფოლგის დახმარებით „წამოაყენეთ“ ნამცხვარი. ფოლგითვე შეფუთეთ, მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათით. შემდეგ გამოიღეთ, მოასხით გამდნარი შოკოლადი, ისე, რომ გვერდებზეც ჩამოიღვაროს. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ნიგოზი და დესერტი მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან