კულინარია
ხაჭოს ოლადები
№40
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ხაჭო
🔸 2 კვერცხი
🔸 6 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 2 სადილის კოვზი შაქარი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 მწიკვი მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
ხაჭო ჩანგლით კარგად დასრისეთ. დაამატეთ ორი კვერცხი, შაქარი, ზეთი და მწიკვი მარილი. ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს. დაამატეთ ფქვილი და სილიკონის კოვზით კარგად ამოურიეთ. მიღებული ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და მიეცით ოლადების ფორმა. ტაფაზე დაასხით ზეთი და აცხვეთ ოლადები ორივე მხრიდან 5–5 წუთით. ხშირად გადაატრიალეთ, რომ არ დაიწვას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან