კულინარია

ხაჭოს ნამცხვარი ფორთოხლით

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.12, 2022 წელი

ხაჭოს ნამცხვარი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸8 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 8 სადილის კოვზი შაქარი

🔸 4 კვერცხი, 50 მილილიტრი წყალი

🔸 2 ჩაის კოვზი ჟელატინი

🔸250 გრამი ნაღები

🔸 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრა

🔸 1 შეკვრა ვანილის შაქარი

🔸 250 გრამი ხაჭო

🔸 2 ცალი ფორთოხალი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხი და შაქარი ერთად კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი. აურიეთ კარგად და გამოაცხვეთ პერგამენტზე დასხმული, 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, ცოტა გააცივეთ და პერგამენტი მოაშორეთ. შემდეგ მოათავსეთ ფორმაში, რომელშიც წინასწარ საკონდიტრო ცელოფანს ჩააფენთ. უკეთესი იქნება თუ კექსის მართკუთხა ფორმას გამოიყენებთ.

დაასხით ჟელატინს ცხელი წყალი. აცალეთ გაფუვდეს. ცალკე თასში ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ შაქრის პუდრი, დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ. დაამატეთ ვანილი და შეურიეთ ჟელატინი. ამ მასის ნახევარი წაუსვიტ ბისკვიტს. ზედ დაალაგეთ თხლად დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები, ზემოდან ხაჭოს დარჩენილი მასა გადაუსვით და დააფარეთ ბისკვიტი. შეახვიეთ მჭიდროდ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 5 საათით. გამოიღეთ, მოაშორეთ ცელოფანი და დაჭერით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი