ხაჭოს ნამცხვარი მსხლით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.09, 2022 წელი

ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 175 მილილიტრი რძე
🔸 75 გრამი კარაქი
🔸 350 გრამი ფქვილი
🔸 4 გრამი საფუარი
🔸 140 გრამი შაქარი
🔸 2 ქილა დაკონსერვებული მსხალი (შეგიძლიათ ამოიღოთ კომპოტიდან)
🔸 ცოტა ნებისმიერი კენკრა
🔸 ერთი პატარა ქილა ანანასი ან მანგოც დაგჭირდებათ
🔸 ნახევარი ლიმონი
🔸 2 შეკვრა ტკბილი ვანილი
🔸 5 კვერცხი
🔸 1 კილოგრამი ხაჭო
🔸 250 გრამი ყაყაჩოს საკონდიტრო თესლი
🔸 ჩაის კოვზის მესამედი მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
მსხალი და ანანასი დაყარეთ საწურზე, რომ ცოტა დაიწუროს. ფქვილი, საფუარი, მარილი და 40 გრამი შაქარი შეურიეთ ერთმანეთში. რძეში გასრისეთ კარაქი. კარგად რომ გადნება, ნელ-ნელა ჩაასხით ფქვილში და მოზილეთ რბილი ცომი. დადგით თბილ ადგილას.
დარჩენილი 100 გრამი შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა და 5 კვერცხი ათქვიფეთ ძალიან კარგად, სასურველია მიქსერით, მაღალ ბრუნვაზე. ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭო და განაგრძეთ თქვეფა.
მაღალნაპირებიან ფორმას გაუფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ფორმაში. დაასხით ხაჭოს მუსი. ლამაზად დაალაგეთ ზემოდან ხილი და მოაყარეთ კენკრა და საკონდიტრო თესლი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან