კულინარია

ხაჭოს, მურაბისა და კენკრის დესერტი ნუშის ფანტელებით ნინო მუმლაძისგან

№11

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.03

ნინო მუმლაძის კერძი
დაკოპირებულია

ნინო მუმლაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ძალიან მიყვარს სამზარეულოში კერძებისა და სხვადასხვა დესერტის მომზადება. თან, წონაში რომ არ მოვიმატო, ვცდილობ, ინგრედიენტებად დაბალკალორიული პროდუქტი გამოვიყენო. არ არსებობს კერძი ან დესერტი, რაც ვცადე და არ გამომივიდა. ვისაც ჩემი ნახელავი გაუსინჯავს, ჯერ არავის დაუწუნია. მინდა, შემოგთავაზოთ უგემრიელესი და თან, დაბალკალორიული ხაჭოს რბილი და ჰაეროვანი დესერტი, მურაბით, კენკრითა და ნუშის ფანტელით, რომლის მომზადებაც აუცილებლად უნდა სცადოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 მზა ფენოვანი ცომი

🔸 350 გრამი ხაჭო

🔸 4 სადილის კოვზი შაქარი

🔸 1 ჩაის ჭიქა ლიმონის წვენი

🔸 1 კვერცხი, 150 გრამი მოცვის

🔸 გარგარის ან ალუბლის მურაბა

🔸 200 გრამი სხვადასხვა კენკრა (შესაძლებელია გაყინულიც)

🔸 1 სადილის კოვზი რძე

🔸 0,5 ჭიქა შაქრის პუდრა და მოსაყრელად – ნუშის ფანტელი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხაჭო ათქვიფეთ შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად. მზა ფენოვანი ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაჭერი გააბრტყელეთ პერგამენტის ფურცელზე. ცენტრში მოათავსეთ ხაჭოს შიგთავსი და თხელ ფენად წაუსვით მურაბა. დაამატეთ ცოტა კენკრა. ზემოდან დააფინეთ ცომი და გვერდები კარგად შემოუკეცეთ. ცომი პერგამენტთან ერთად გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, ფუნჯით წაუსვით ერთ სადილის კოვზ წყალში გარეული ათქვეფილი კვერცხი, მოათავსეთ 190°C-მდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. მზა ღვეზელი გააცივეთ. შაქრის პუდრა შეურიეთ რძეს, წაუსვით ცივ რულეტს და გააფორმეთ კენკრითა და ნუშის ფანტელებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი