ხაჭოს ჰაეროვანი დესერტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.03

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი ხორბლის ფქვილი
🔸 500 მილილიტრი ნაღები
🔸 10 გრამი ჟელატინი
🔸 2 პაკეტი კაპუჩინოს ფხვნილი
🔸 2 კვერცხი
🔸 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
🔸 800 გრამი ხაჭო
🔸 350 გრამი შაქარი
🔸 150 გრამი რძიანი შოკოლადი
🔸 კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიღებული ცომი გადაიტანეთ პერგამენტჩაფენილ და კარაქწასმულ საცხობ ფორმაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოიღეთ და გააგრილეთ. ხაჭო კარგად ათქვიფეთ. კაპუჩინოს ფხვნილი გააზავეთ 50 მილილიტრ წყალში, დაუმატეთ შაქარი და ეს მასა შეურიეთ ხაჭოს. ჟელატინი მოამზადეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით და დაუმატეთ ხაჭოს მასას. შოკოლადი წვრილად დაჭერით, შეურიეთ კრემს და გააცივეთ მაცივარში 20 წუთის განმავლობაში. ცალკე ათქვიფეთ ნაღები, შეურიეთ ხაჭოს მასას და გაანაწილეთ ბისკვიტზე. მოაყარეთ დარჩენილი შოკოლადი და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან