ხაჭოს დესერტი შოკოლადით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.09, 2023 წელი

გემრიელი დესერტის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 220 გრამი ხაჭო
🔸 100 გრამი მდნარი ყველი
🔸 130 გრამი იოგურტი
🔸 3 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი
🔸 15 გრამი ჟელატინი
🔸 60 მილილიტრი წყალი
🔸 20 გრამი შავი შოკოლადი.
გლაზური: 40 მილილიტრი რძე, 40 გრამი შავი შოკოლადი.
მომზადების წესი 👩🍳
ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, მდნარი ყველი, შაქარი, იოგურტი და დააბლენდერეთ. შოკოლადი გახეხეთ. ჟელატინი წყალში დაალბეთ. როცა გაფუვდება, გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ ხაჭოს მასა და აურიეთ. 12-13 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული პერგამენტი. ჩაასხით 3 სადილის კოვზი ხაჭოს მასა, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, შემდეგ ისევ ხაჭოს მასა და ისევ – გახეხილი შოკოლადი. ბოლო ფენა ხაჭოს მასა უნდა იყოს. მოათავსეთ მაცივარში, სასურველია, მთელი ღამით, გამოიღეთ და მოასხით მინანქარი.
მინანქარი: რძე გააცხელეთ, ნელი მორევით შეურიეთ გახეხილი შოკოლადი. ოდნავ რომ გაგრილდება, მოასხით ხაჭოსა და შოკოლადის დესერტს და მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან