კულინარია

ხაჭოს დესერტი

№40

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.10

ხაჭოს დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი ხაჭო

🔸 2 კვერცხი

🔸 150 გრამი შაქარი

🔸 50 გრამი ფქვილი

🔸 2 სადილის კოვზი კაკაო

🔸 100 გრამი არაჟანი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხაჭო ჩანგლით გასრისეთ, მოაყარეთ შაქარი და აურიეთ ძალიან კარგად. დაუმატეთ კვერცხი, შემდეგ – ფქვილი და კარგად აურიეთ. ამ მასისგან სველი ხელებით გააკეთეთ ბურთულები და ამოგანგლეთ კაკაოს ფხვნილში. ფორმას წაუსვით ზეთი და ჩაალაგეთ მასში ბურთები. ცალკე კარგად ათქვიფეთ არაჟანი და 1 სადილის კოვზი შაქარი, მოასხით ბურთულებს ზემოდან და კარგად მოასწორეთ. მოათავსეთ აირღუმელში 180 გრადუსზე 45-50 წუთის განმავლობაში, მორთეთ კენკრით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა