კულინარია
კეფალი პომიდვრითა და ლიმონით
№51
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.12, 2022 წელი

გემრიელი სადილის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸2 ცალი თევზი კეფალი
🔸 4 პომიდორი
🔸 2 ლიმონი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 1/2 ლიმონის წვენი
🔸 1 სადილის კოვზი მდოგვი
🔸 მარილი, პილპილი და დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
თევზი კარგად გაასუფთავეთ ქერცლისგან, გარეცხეთ და შეამშრალეთ. გაუკეთეთ ჭრილები, წაუსვით მარილი, წიწაკა და პილპილი. შეაზილეთ მდოგვის და ლიმონის წვენის ნარევი. თითოეულ ჭრილში ჩაუდეთ პომიდვრისა და ლიმონის თხელი ნაჭრები. ლიმონს წინასწარ მოაცილეთ კანი, თორემ თევზს სიმწარეს მისცემს. თევზი გადაიტანეთ ფოლგის ფურცელზე, ზემოდან დაფარეთ ხახვის ნაჭრებით. გადაკეცეთ ფოლგა და შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე, 20-30 წუთით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან