კულინარია

კენკრის ტარტი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.06

კენკრის ტარტი
დაკოპირებულია

გემრიელი ტარტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 200 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, 80 გრამი შაქარი, 3 კვერცხის გული, ცოტა მარილი.

შიგთავსი: 120 გრამი შაქარი, 3 კვერცხის გული, 2 კვერცხი, 600 მილილიტრი ნაღები, 3 სადილის კოვზი სახამებელი, 150 გრამი მოცვი ან მაყვალი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარგად ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გულები და განაგრძეთ თქვეფა. ნელ-ნელა ჩაუმატეთ ფქვილი, სულ ცოტა მარილი და აურიეთ ძალიან კარგად, სასურველია, ხელით. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და 30 წუთით მოათავსეთ მაცივარში.

გააცხელეთ აირღუმელი. 26 სანტიმეტრის დიამეტრის გამოსაცხობ ფორმაში ხელით ჩატკეპნეთ ცომი, ამოუმაღლეთ ნაპირები და რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ.

ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გული, შაქარი და სახამებელი. ქვაბში გაათბეთ ნაღები, არ აადუღოთ, მხოლოდ კარგად გააცხელეთ, შეურიეთ კვერცხიან ნაზავს და დაასხით ბისკვიტს. ზემოდან მოაყარეთ მაყვალი (ან მოცვი) და მოათავსეთ 170 გრადუსზე გაცხელებულ აირუმელში 35 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, ბოლომდე გააცივეთ და მორთეთ კენკრით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული