კულინარია

კექსი წითელი მოცხარით

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.07

კექსი წითელი მოცხარით
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 125 გრამი კარაქი

🔸250 გრამი კეფირი (ან მაწონი), 200 გრამი შაქარი

🔸2 ჭიქა ფქვილი

🔸 1 ჩაის კოვზი სოდა

🔸 1 სადილის კოვზი ძმარი

🔸 200 გრამი წითელი მოცხარი

🔸 5 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 70 გრამი შაქრის პუდრა

🔸 2 ჩაის კოვზი ვანილი

🔸 2 კვერცხი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილი გაცერით, მოცხარი გარეცხეთ და შეაშრეთ. ფქვილში შეურიეთ სოდა. კეფირში ჩაასხით ძმარი. თასში მოათავსეთ გამდნარი და გაგრილებული კარაქი, შეურიეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი, აურიეთ კარგად. ფქვილში ჩაასხით კეფირი, კარგად აურიეთ. შეურიეთ კვერცხიანი და კარაქიანი მასა, მოზილეთ სქელი არაჟანის სისქის ცომი. ფორმის ფსკერზე წაუსვით ცხიმი და მასში მოათავსეთ ცოტა ცომი, მოაყარეთ წითელი მოცხარი და შემდეგ ბილომდე შეავსეთ ცომით. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 45-60 წუთის განმავლობაში.

ძალიან კარგად ათქვიფეთ არაჟანი და შაქრის პუდრა, საკონდიტრო შპრიცით მოასხით ნამცხვარს და მოაყარეთ მოცხარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა