კულინარია

კექსი-რულეტი

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.02, 2023 წელი

კექსი-რულეტი
დაკოპირებულია

გემრიელი კექსის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸6 ცალი კვერცხი (2 კვერცხი და ერთი კვერცხის გული - ბისკვიტში, 3 კვერცხი და ერთი კვერცხის ცილა - შოკოლადის ცომში)

🔸 215 გრამი შაქარი (40 გრამი - ბისკვიტში, 175 გრამი - შოკოლადის ცომში)

🔸 2 შეკვრა ვანილი (1 ცალი - ბისკვიტში, ერთი - შოკოლადის ცომში)

🔸 185 გრამი მარგარინი (10 გრამი - ბისკვიტში, 175 გრამი - შოკოლადის ცომში)

🔸 260 გრამი ფქვილი (60 გრამი - ბისკვიტში, 200 გრამი - შოკოლადის ცომში)

🔸 25 გრამი სახამებელი

🔸 20 გრამი კაკაო

🔸 3 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

🔸 3 სადილის კოვზი რძე

🔸 ლიმონის ცედრა

🔸 100 გრამი კენკრის მურაბა

🔸 250 გრამი შაქრის პუდრა.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაგჭირდებათ ფორმა ზომით: 27-25 სმ. აირღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე. ათქვიფეთ 2 კვერცხი მთლიანად და ერთი კვერცხის გული ძალიან კარგად. დაუმატეთ 40 გრამი შაქარი, შეურიეთ ვანილი, 60 გრამი ფქვილი, დარბილებული მარგარინი და ათქვიფეთ. მზა ბისკვიტი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ, 10-15 წუთი საკმარისია.

მოამზადეთ შოკოლადის ბისკვიტი - კარგად ათქვიფეთ 175 გრამი დარბილებული მარგარინი და 175 გრამი შაქარი. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები და კვერცხის ცილა. შეურიეთ ვანილი, ლიმონის ცედრა და სახამებელი. ათქვიფეთ ძალიან კარგად. შეურიეთ გამაფხვიერებელი, რძე და კაკაო. ბოლოს 200 გრამი ფქვილი. გამომცხვარი ბისკვიტი გამოიღეთ და ცხელივე გადაახვიეთ რულეტად. შოკოლადის ცომი ჩაასხით ყალიბში და გამოაცხვეთ, გამოიღეთ. რულეტი გაშალეთ და წაუსვით მურაბა. შემდეგ მასში გაახვიეთ შოკოლადის ბისკვიტი, ან პირიქით - ჩაასხით ყალიბში ნახევარი ცომი, ჩადეთ მურაბაწასმული რულეტი, დაასხით დარჩენილი ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ზოგს ეს ვარიანტი უფრო მოსწონს. მზა რულეტს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა