კულინარია

კექსი ლიმონის არომატით

№49

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.12

კექსი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ფქვილი

🔸 15 გრამი საფუარი

🔸 125 მილილიტრი რძე

🔸 100 გრამი შაქარი

🔸 175 გრამი კარაქი

🔸 3 კვერცხი

🔸 1 ლიმონის ცედრა

🔸 150 გრამი ქიშმიში

🔸 2 სადილის კოვზი დაჭრილი ნიგოზი

🔸 მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კექსის ფორმას წაუსვით კარაქი. ფქვილი მოათავსეთ თასში, გაუკეთეთ ჩაღრმავება, ჩაყარეთ მასში საფუარი და ნელ-ნელა ჩაასხით თბილი რძე, მერე ცოტა შაქარი და ხელით ფრთხილად გახსენით. ცომს დააფარეთ ხელსახოცი და გაჩერეთ 20 წუთი. ქიშმიში გარეცხეთ, შეაშრეთ, მოაყარეთ ცოტა ფქვილი და ხელით აურიეთ. უკვე გაფუებულ კექსის „ფუძეს“ დაუმატეთ შაქარი, სულ ცოტა მარილი და ლიმონის ცედრა. ცალკე კარგად ათქვიფეთ კვერცხი, ისიც ჩაუმატეთ და კარგად აურიეთ. შეურიეთ გამდნარი კარაქი და ფქვილის შესაბამისი რაოდენობის დამატებით მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი. ბოლოს შეურიეთ ქიშმიში. ცომი მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში. ზემოდან შეგიძლიათ, მოასხათ გამდნარი შოკოლადი, მოაყარეთ ნიგოზი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა