კექსი „კლასიკური“
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.06

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კვერცხი
🔸 75 გრამი შაქარი
🔸 50 მილილიტრი სიროფი
🔸 100 მილილიტრი ზეთი
🔸 200 მილილიტრი ნუშის ან ქოქოსის რძე
🔸 1 ცალი ლაიმი
🔸 250 გრამი ფქვილი, ცომის გამაფხვიერებელი
🔸 50 გრამი ქოქოსის ფხვნილი
🔸 100 მილილიტრი ნაღები
🔸 50 გრამი შაქრის პუდრა.
მომზადების წესი 👩🍳
აირღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუსამდე. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, ლაიმის ცედრა გახეხეთ, მისგან წვენიც გამოწურეთ და შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს. შემდეგ დაუმატეთ სიროფი, ზეთი, ქოქოსის რძე და კარგად აურიეთ. ერთმანეთს შეურიეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, ნელ-ნელა ჩაუმატეთ კვარცხიან მასას და ათქვიფეთ. ცომი ჩაასხით პერგამენტჩაფენილ კექსის ფორმაში და გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში. როცა კექსი გაცივდება, მოამზადეთ მინანქარი – ათქვიფეთ ძალიან კარგად შაქრის პუდრა და ნაღები. წაუსვით კექსს ზემოდან და მოაყარეთ ქოქოსის ფხვნილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან