ყავის კექსი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.09

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 5 კვერცხი
🔸 400 გრამი შაქარი
🔸 200 გრამი არაჟანი (ნებისმიერი ცხიმიანობის)
🔸 200 გრამი კარაქი
🔸 1 ჩაის კოვზი სოდა (სავსე კოვზი)
🔸 2 სადილის კოვზი ხსნადი ყავა (სავსე კოვზები)
🔸 400 გრამი ფქვილი, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, სანამ ფაფუკ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ არაჟანი და კარგად შეათქვიფეთ. ჩაყარეთ სოდა და ისევ ათქვიფეთ. ჩაუმატეთ გამდნარი, თბილი კარაქი, კარგად გადაურიეთ. ფქვილი ჩაუმატეთ 3–4 ნაწილად და კოვზით კარგად გადაურიეთ, მიქსერი აღარ არის საჭირო.
პატარა ჭიქაში 1 სადილის კოვზ წყალში გახსენით ყავა. ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად. ერთში ჩაურიეთ გახსნილი ყავა. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. ცენტრში მონაცვლეობით ასხით ღია და მუქი ცომი, რომ ზოლიანი „ნახატი“ მიიღოთ. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი და 15 წუთი. ღუმელში თუ აცხობთ, წინასწარ გააცხელეთ 170°C-მდე აცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე. მზა კექსი ამოიღეთ, გააცივეთ და სურვილისამებრ, მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით გამდნარი შოკოლადი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან