კულინარია

ქათმისა და ლორის სალათა სოუსით ციაკო ფიფიასგან

№35

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.09, 2023 წელი

ციაკო ფიფიას კერძი
დაკოპირებულია

ციაკო ფიფია საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇

დიდი გურმანი არ ვარ, თუმცა, მიყვარს ჯანსაღი კვება და ლამაზად გაფორმებული კერძები. იმის გამო, რომ წონაში არ მოვიმატო, ჩემს თავს შეზღუდვებს ვუწესებ და ღამის საათებში ჭამას ვერიდები. კარგი ხელი მაქვს და რასაც ვამზადებ, გემრიელი გამომდის. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მიყვარს ოჯახის წევრებისთვის კერძების მომზადება, თუმცა ამას, დროის უქონლობის გამო, იშვიათად ვახერხებ. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს შევთავაზებ მარტივად მოსამზადებელ ქათმისა და ლორის უგემრიელეს სალათას, პიკანტური სოუსით.

მომზადების წესი:

🔸 200 გრამი ლორი

🔸 300 გრამი ქათმის ფილე

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით

🔸 ერთი პომიდორი

🔸100 გრამი „სუხარიკები“ ზეთი

სოუსისთვის: 70 გრამი კეტჩუპი, 100 გრამი მაიონეზი, 2 კბილი ნიორი, წითელი დაღერღილი წიწაკა და მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ცოტა ზეთში. ლორი დაჭერით გრძლად, დაუმატეთ ქათმის ფილეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთად შეწვით. სოუსის ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. შემწვარი ქათმის ფილე, ლორი და გრძლად დაჭრილი პომიდორი ერთ დიდ ჯამში მოათავსეთ, მოასხით სოუსი, ზემოდან კი „სუხარიკები“ მოალაგეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა