ქათმისა და ავოკადოს სალათა ნინო ჩხეიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.11
ნინო ჩხეიძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
გურმანი ვარ და ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი. გამორჩეულად – მეგრული სამზარეულო და იმერული მჭადი და ყველი. ზოგადად, ქართულ სამზარეულოზე ვგიჟდები, თუმცა ევროპულიც მიყვარს. ბავშვობიდან ვაფანატებ აჭარულ ხაჭაპურზე. ყველაფრის მომზადება ვიცი, განსაკუთრებულად – სალათების. თუმცა ფიზიკურად არ ვარ სახლში, თან მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ ჩემი თავისთვის კეთება მეზარება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ჭურჭ-ლიდან ვჭამ და როგორ არის კერძი გაფორმებული. მინდა, გაგიზიაროთ ქათმისა და ავოკადოს გემრიელი და სასარგებლო სალათის რეცეპტი, რომელსაც როცა დრო მაქვს, აუცილებლად ვამზადებ.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ნაჭერი ქათმის ფილე
🔸 1 ცალი ავოკადო
🔸 10 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 1 შეკვრა სალათის ფურცლების მიქსი.
დრესინგისთვის – 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მოტკბო დიჟონის მდოგვი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, მარილი და პილპილი – გემოვნების მიხედვით.
მომზადების წესი 👩🍳
ფილე ორად გაჭერით სიბრტყეზე. კარგი იქნება, თუ წინასწარ ლიმონის წვენში დაამარინადებთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით ზეთში. სალათის მიქსი გაანაწილეთ თეფშზე. სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ, ნაწილი მოასხით სალათის ფურცლებს და ფრთხილად ამოურიეთ. შემდეგ მოაყარეთ გაჭრილი პომიდვრები, თხლად დაჭრილი ავოკადოსა და ქათმის ხორცის ნაჭრები და კვლავ მოასხით სოუსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან