ქათმის წვნიანი ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.06
ქათმის გემრიელი წვნიანის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 350 გრამი ქათმის ფილე
🔸 ნახევარი ჭიქა გარჩეული მუხუდო
🔸1 ცალი სტაფილო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 2 ცალი კარტოფილი
🔸 2 ლიტრი წყალი
🔸 ოხრახუში ძირებიანად
🔸 ცოტა ორეგანო
🔸 50 გრამი მდნარი ყველი
🔸 ნახევარი ბულგარული წიწაკა
🔸 2 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მუხუდო დაალბეთ ცივ წყალში (4-5 საათი დასჭირდება) და მოხარშეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დაასხით 2 ლიტრი წყალი, ჩაუმატეთ ქათმის ფილეს ნაჭრები, დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 30 წუთი. ჩაუმატეთ ცხელ ტაფაზე, კარაქში მოშუშული გასრესილი ნიორი, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სტაფილო, ხახვი, შემდეგ – 1 ცალი დაჭრილი კარტოფილი. მეორე კარტოფილი კი გახეხეთ და წვნიანში ისე ჩაუმატეთ. ბოლოს მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ოხრახუში, ორეგანო და აურიეთ. თასში მდნარ ყველს დაასხით 2 სადილის კოვზი ბულიონი, ნელი მორევით გახსენით ან დააბლენდერეთ, ჩაასხით წვნიანში და გადმოდგით ცეცხლიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან