ქათმის სალათა შავი ქლიავის ჩირით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.09, 2022 წელი

გემრიელი ქათმის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ნაჭერი ქათმის ფილეს ნაჭერი
🔸 4 მოხარშული კვერცხი
🔸 2 მჟავე კიტრი
🔸 10 ცალი შავი ქლიავის ჩირი
🔸 1 შეკვრა მაიონეზი
🔸 ნახევარი კონა კამა
🔸 მარილი – გემოვნებით, მოხარშული ბარდა კი – მოსართავად.
მომზადების წესი 👩🍳
მდუღარე წყალში დაალბეთ შავი ქლიავის ჩირი, გადაუწურეთ წყალი და დაჭერით წვრილად. მოხარშეთ ქათმის ფილე, გააცივეთ, დააქუცმაცეთ, დააყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი. მოახეხეთ მჟავე კიტრი, მოაყარეთ დაჭრილი კამა და კვლავ მოასხით მაიონეზი. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი მოხარშული კვერცხი და ქლიავის ჩირი. მოასხით მაიონეზი. ზემოდან მორთეთ ბარდით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან