კულინარია

ქათმის სალათა პომიდვრით, ნიგვზითა და ზეთისხილით თიკა მახალდიანისგან

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.03, 2023 წელი

თიკა მახალდიანის კერძი
დაკოპირებულია

თიკა მახალდიანი საყვარელი კერძის ფოტოს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

სიმართლე გითხრათ, სამზარეულოში ტრიალისთვის ბევრი დრო არ მრჩება, თუმცა, ოჯახის წევრებისთვის მიწევს სადილების მომზადება და კარგი ხელიც მაქვს. უპირატესობას ჯანსაღ საკვებ პროდუქტს ვანიჭებ. მიყვარს მსუბუქი სალათები, რისი წყალობითაც, წონასაც ვინარჩუნებ და ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდები. შემოგთავაზებთ საკმაოდ გემრიელ, მსუბუქ, მადის აღმძვრელ და რაც მთავარია, უმარტივესად მოსამზადებელ ქათმის სალათას პომიდვრით, ნიგვზითა და ზეთისხილით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ნაჭერი ქათმის ფილე

🔸 10 ცალი უკურკო შავი ზეთისხილი

🔸 1 კონა ნიახური

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 ნახევარი ჭიქა ნიგოზი

🔸 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი ან ბალზამიკო

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით მოხარშული ქათმის ფილე მოგრძო ნაჭრებად, ასევე - პომიდორიც. ხახვი და ნიახური დაჭერით წვრილად, ზეთისხილი კი – წრეებად. ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ და ყველა ეს ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს. ძმარს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, მოასხით სალათას და ამოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი