ქათმის სალათა ნიგვზითა და ზეთისხილით თამო ვაშალომიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.03

თამო ვაშალომიძე სყავარელი კერძის რეცეპტს თბილისელებს" უზიარებს👇
მართალია, დატვირთული დღის რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებ სამზარეულოში კერძების მზადებას, მაგრამ ვცდილობ, ოჯახის წევრებისთვის კარგი კულინარი ვიყო. ასე მგონია, თუ მოვინდომე, ყველაფერი გამომივა. ერთ ცდაზე თუ არ გამოვა, მეორეზე გამოდის, ამიტომ არ ვყრი ფარ-ხმალს. წონა რომ შევინარჩუნო, არ ვსვამ გაზიან სასმელს, ვერიდები ცომეულსა და ტკბილეულს. ვცდილობ, არ ვჭამო საღამოს საათებში. თუმცა, უარს არასოდეს ვამბობ შემწვარ კარტოფილზე. შემიძლია, შემოგთავაზოთ უგემრიელესი ქათმის სალათის რეცეპტი ნიგვზითა და ზეთისხილით, რომელიც საკმაოდ მარტივია და მეც კარგად გამომდის.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 700 გრამი მოხარშული ქათმის ფილე
🔸 3 კვერცხი
🔸 150 გრამი მაგარი ყველი
🔸 50 გრამი ნიგოზი
🔸 100 გრამი უკურკო შავი ზეთისხილი
🔸 1 შეკვრა მაიონეზი
🔸 მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ. გახეხეთ ყველიც. ნიგოზი დაჭერით წვრილად. მოზრდილ, გაშლილ თეფშზე მოათავსეთ ქათმის ფილე, ზემოდან გადაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ ნიგოზი, მარილი და კვლავ მაიონეზი გადაუსვით. შემდეგი ფენა იქნება ყველი და ისევ მაიონეზი. ბოლოს კი მოაყარეთ გახეხილი კვერცხი და ყველი. გააფორმეთ ზეთისხილით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან