კულინარია

ქათმის სალათა გრეიპფრუტითა და ნიგვზით

№50

ავტორი: „თბილისელები“ 14:30 28.12, 2025 წელი

სალათი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ქათმის ფილე

🔸 1 გრეიპფრუტი

🔸 1 კონა სალათის ფურცლები

🔸 2 სადილის კოვზი დაკეპილი ნიგოზი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 0,25 ჭიქა ზეითუნის ზეთი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ხორცს მოაყარეთ მარილი, პილპილი, შეწვით ზეთში და შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით. გრეიპფრუტს მოაცილეთ კანი. რბილობი დაჭერით. სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ და მოათავსეთ სასალათეში. ნიორი დანაყეთ, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ნიგოზი, ზეთი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. დაამატეთ ქათმის ხორცს და ისევ აურიეთ. მოათავსეთ სალათის ფურცლებზე და ნაზად ამოურიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი