კულინარია
ქათმის სალათა ბოსტნეულით
№21
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.06, 2021 წელი

გემრიელი რეცეპტები „თბილისელებისგან:
საჭირო ინგრედიენტები: 2 ნაჭერი ქათმის ფილე, 450 გრამი მაკარონი, 2 ცალი პომიდორი, 1 კონა მწვანე ხახვი, 250 გრამი ყველი მოცარელა, 250 გრამი მაიონეზი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მოხარშეთ მაკარონი, გაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. გადაიტანეთ თასში, შეურიეთ მაიონეზი, ოთხკუთხედებად დაჭრილი ქათმის ფილე; გრძლად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მოხარშული და გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან