კულინარია

ქათმის სალათა ბეკონით

№35

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.09

ქათმის სალათა
დაკოპირებულია

ქათმის გემრიელი  სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი ქათმის ფილე

🔸 200 გრამი მაგარი ყველი

🔸 200 გრამი ქამა სოკო (უმჯობესია ქილის)

🔸 200 გრამი ბეკონი

🔸 მაიონეზი

🔸 მწვანილი

🔸 ნიორი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბეკონი დაჭერით წვრილ ჩხირებად. სოკო გადაწურეთ, შემდეგ მსხვილად დაჭერით. ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. ფილე დაჭერით მომცრო კუბიკებად. ნიორი გაარჩიეთ და გასრისეთ. გარეცხილი მწვანილი შეაშრეთ და წვრილად დაჭერით. მოზრდილ სასალათეში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, მოასხით ცოტა მაიონეზი, მარილი და შავი პილპილი, აურიეთ კარგად, 30 წუთით მოათავსეთ მაცივარში. სუფრასთან მიტანის წინ დაუმატეთ ნიორი, კიდევ აურიეთ და მოაყარეთ მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა