კულინარია

ქათმის სალათა არაჟნითა და ზეთისხილით ლიკა ყაზბეგისგან

№48

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.12, 2022 წელი

ბროკოლის სალათა
დაკოპირებულია

ლიკა ყაზბეგი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

გემრიელი საჭმელების მომზადებაც კარგად მეხერხება და დაგემოვნებაც მიყვარს. რაც დავიწყე ჯანსაღი კვება და სუფთა ჰაერზე სიარული, ეს ჩემს წონაზეც დადებითად აისახა და ჯანმრთელობაზეც. ჩემი რაციონიდან არაერთი საზიანო პროდუქტი ამოვიღე. ხილის ჩაის გეახლებით და ყველას გირჩევთ, მიირთვათ, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. მოკლედ, ყველანაირი გემო მიყვარს – მჟავეც, ცხარეც და ტკბილიც. თუმცა, ღომთან და ცოცხალ თევზთან ვერ ვმეგობრობ. ახლა კი გასწავლით ქათმის სალათის მომზადებას, რომელიც ძალიან გემრიელი და ადვილად მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ნაჭერი ქათმის ფილე

🔸 თითო-თითო წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა

🔸10 ცალი მწვანე ზეთისხილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 200 გრამი არაჟანი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფილე მოხარშეთ მარილწყალში და გააცივეთ. წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკები, ოხრახუში და ხახვი. სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით ქათმის ფილე და შეურიეთ ბოსტნეულს. დაამატეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, ბოლოს მოასხით არაჟანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა