ქათმის ფრთები სუნელებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.01, 2022 წელი

მარტივი და გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 800 გრამი ქათმის ფრთები
🔸 ნახევარი ჭიქა ზეთი
🔸 150 გრამი არატკბილი იოგურტი
🔸 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ორეგანო, 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი, ცოტა დაფქვილი ტკბილი წიწაკა, 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის ფრთები უნდა იყოს კარგად გასუფთავებული და მშრალი. ბოლოები მოაჭერით. წაუსვით მარილი, პილპილი, ნივრის ფხვნილი, ტკბილი წიწაკა, ორეგანო, მდოგვის ფხვნილი, გასრესილი ნიორი და იოგურტი. აურიეთ ძალიან კარგად და ხელით ცოტა მოსრისეთ. დააფარეთ ფოლგა და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამე. გამოსაცხობ ტაფაზე დადეთ აირღუმლის ბადე, ზედ დაალაგეთ ზეთში ამოვლებული ფრთები და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25-35 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან