კულინარია

ქათმის ფილე პომიდვრის სოუსში

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.11

ქათმის ფილე
დაკოპირებულია

ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ქათმის ფილე

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 120 გრამი ხახვი, 2 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 1 ჩაის კოვზი ქონდარი

🔸1 სადილის კოვზი დაფქული ტკბილი წიწაკა

🔸 ცოტა ჩილის სოუსი

🔸 შავი პილპილი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 600 მილილიტრი წყალი

🔸 150 მილილიტრი ნაღები, ბრინჯი.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით ხახვი ძალიან წვრილად, ბულგარული წიწაკა და ქათმის ფილე – კუბიკებად. სქელძირა, ღრმა ტაფა კარგად გააცხელეთ, დაასხით ზეთი და მოშუშეთ მასზე ნიორი და ხახვი. მოაყარეთ ქათმის ფილე და ერთად მოხრაკეთ, მოაყარეთ მარილი, ცოტა შავი პილპილი და წიწაკა, აურიეთ, შემდეგ მოაყარეთ ბულგარული წიწაკა (სასურველია, წითელი), დაუმატეთ ჩილი, ქონდარი და აურიეთ. მოასხით ტომატ-პასტა, მოაყარეთ ბრინჯი და კარგად აურიეთ. დაასხით წყალი და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე. დაასხით ნაღები. 10 წუთში მზად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა