ქათმის ფილე ნაღებისა და სოკოს სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.11
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი ქათმის ფილე
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 სადილის კოვზი კარაქი
🔸 500 მილილიტრი ნაღები
🔸 500 გრამი ქამა სოკო
🔸 160 გრამი წიწიბურა
🔸 400 მილილიტრი წყალი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ წიწიბურა 400 მილილიტრ მარილწყალში ისე, რომ ფანტია მიიღოთ. პატარა ქვაბში გააცხელეთ ცოტა ზეთი და კარაქი და მოშუშეთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი. როგორც კი ხახვი ოქროსფერი გახდება, დაუმატეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი სოკო და მოშუშეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოშრება. დაუმატეთ მარილი და პილპილი და მომზადებული მასის ნახევარი შეურიეთ მოხარშულ წიწიბურას. ქათმის ფილეს შუაში ამოაჭერით ზედაპირი ისე, რომ მიიღოთ ერთგვარი ჩაღმავება. ამოავსეთ თითოეული ფილე წიწიბურას ფარშით, დააფარეთ ამოჭრილი ფილეს ნაწილი და შეწვით ორივე მხრიდან ზეთში. ქვაბში დარჩენილ სოკოსა და ხახვის მასას დაასხით ნაღები, დადგით ცეცხლზე, ჩადეთ შემწვარი ქათმის ფილე და მოშუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან