კულინარია

ქათმის ფილე კვერცხის, თაფლისა და სოიის სოუსის მარინადში

№14

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.04

ფილე მარინადში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი ქათმის ფილე

🔸 1 კვერცხის ცილა

🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი

🔸 1 სადილის კოვზი სახამებელი

🔸 1 სადილის კოვზი სეზამის მარცვლები

🔸 0,5 სადილის კოვზი თაფლი

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო წვრილ ნაჭრებად. ცალკე ერთმანეთში აურიეთ კვერცხის ცილა, 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, მარილი და სახამებელი. შეურიეთ ხორცის ნაჭრებს და ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი გააჩერეთ. შემდეგ შებრაწეთ ზეთში ორივე მხრიდან, დაასხით ერთად არეული დარჩენილი სოიის სოუსი, ვაშლის ძმარი, თაფლი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. ცეცხლზე გააჩერეთ 2-3 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა