კულინარია

ქათმის ფილე ყველის სოუსში

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.11

ქათმის ფილე
დაკოპირებულია

ქათმის ფილეს გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი ქათმის ფილე

🔸 100 გრამი ჰოლანდიური ყველი

🔸 1 კვერცხი,

🔸1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 სურნელოვანი პილპილის მარცვლები

🔸 4 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 5 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 ცოტა ზეთი

🔸 130 გრამი კეტჩუპი

🔸 პილპილი და მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფილე დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, მოასხით არაჟანი და კარგად აურიეთ, მოაყარეთ ფქვილი და კიდევ კარგად აურიეთ. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გააცხელეთ. ჩაალაგეთ მასში ხორცის ნაჭრები და მოასხით ცალკე თასში ერთმანეთში კარგად არეული კეტჩუპი. მოაყარეთ გახეხილი ყველი, შემდეგ ფენად კი – მოზრდილ ჩხირებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ზემოდან მოაყარეთ სულ ცოტა მარილი და პილპილის მარცვლები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა