ქათმის ფილე ხახვისა და ყველის სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 5 ნაჭერი ქათმის ფილე
🔸 500 გრამი ხახვი
🔸 75 გრამი კარაქი
🔸 1,5 ჭიქა (დაახლოებით, 300-350 მილილიტრი) ბულიონი (ბოსტნეულის ან ქათმის)
🔸 5 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
🔸 120 გრამი მაგარი ყველი
🔸 1 სადილის კოვზი მდოგვი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 სანელებლები და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ღრმა ტაფაში, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი. და მასში მოშუშეთ თხლად, ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი 5–7 წუთის განმავლობაში, პერიოდული მორევით, სანამ ოქროსფერი გახდება. ჩაუმატეთ დაჭრილი ნიორი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, სანელებლები და შავი პილპილი, კარგად აურიეთ და შუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი. მოასხით ბულიონი, აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაუმატეთ მარილი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი, რომ სოუსის სტრუქტურა შეიკრას.
ამ დროის განმავლობაში მეორე ტაფაში, მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ ქათმის ფილე ორივე მხრიდან, სანამ ქერქი არ გაოქროსფრდება. ცეცხლგამძლე ფორმაში გადაიტანეთ ცხელი ხახვის სოუსის ნაწილი, ჩააწყვეთ ქათმის ფილე და ზემოდან მოასხით დარჩენილი სოუსი. შემდეგ ბლომად მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და 5 წუთის შემდეგ მიიტანეთ სუფრაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან