ქათმის მწვადი ყაბაყითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.12, 2022 წელი

ორიგინალური ქათმის მწვადის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 700 გრამი ქათმის ფილე
🔸 1,5 მომცრო ყაბაყი
🔸 2 სადილის კოვზი მაიონეზი
🔸 1 სადილის კოვზი წიწაკა
🔸 პილპილი, მარილი – გემოვნებით
🔸 50 გრამი მაგარი ყველი.
მომზადების წესი
ყაბაყი დაჭერით თხელ რგოლებად. ქათმის ფილე კი – ისეთი ზომის კუბიკებად, რომ შამფურს ადვილად წამოეცვას, მოათავსეთ ცალ-ცალკე თასებში და ორივეს მოყარეთ მარილი, პილპილი და წიწაკა. მოასხით მაიონეზი. აურიეთ ძალიან კარგად და აცადეთ, გაიჟღინთოს. შემდეგ ქათამიც და ყაბაყიც სათითაოდ წამოაცვით შამფურებზე. შამფურები დააწყვეთ ფოლგის ნაჭრებზე და ნაპირები ამოუკეცეთ. დაალაგეთ გრილზე ან მაყალზე. პერიოდულად გადაატრიალეთ და 15 წუთის შემდეგ მოაყარეთ დაფხვნილი ყველი. კარგად რომ დაიბრაწება, მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან