ქათმის კუჭების რაგუ
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.12
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ქათმის კუჭები
🔸 3 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ცალი პატარა სტაფილო
🔸 1 საშუალო ზომის ბადრიჯანი
🔸 1 ჩაის კოვზი მშრალი აჯიკა
🔸 200 მილილიტრი ნაღები
🔸 200 მილილიტრი რძე
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 1 სადილის კოვზი ნაღების კარაქი
🔸 მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის კუჭები გაასუფთავეთ, გარეცხეთ და ხარშეთ 40–60 წუთის განმავლობაში. ბადრიჯანი დაჭერით და 5 წუთით მოათავსეთ მიკროტალღურში ან ოდნავ წამოადუღეთ. ხახვი და სტაფილო დაჭერით. ტაფაზე, ზეთში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო. დაამატეთ ბადრიჯანი და განაგრძეთ მოშუშვა..
მოხარშული კუჭები დაჭერით, ჩაუმატეთ ბოსტნეულს გამდნარ კარაქთან ერთად და ოდნავ მოშუშეთ. დაუმატეთ აჯიკა და მარილი. ცეცხლს დაუწიეთ, მოასხით ნაღები და 100 მილილიტრი რძე (დაბალ ცეცხლზე არ აიჭრება). მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე. დარჩენილ რძეში გახსენით ფქვილი და კერძს თანდათან ჩაამატეთ. ხარშეთ გასქელებამდე. გამორთეთ, დააფარეთ თავსახური და ცოტა ხანი გააჩერეთ. მიირთვით ნებისმიერ გარნირთან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





