კულინარია

ქათმის კატლეტი ბოსტნეულით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.11, 2021 წელი

ქათმის კატლეტი
ბოსტნეულით
დაკოპირებულია

ქათმის კატლეტის გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇

 

 

 

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი ქათმის ფარში

🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო

🔸 100 გრამი ბარდა, 200 გრამი სიმინდის კონსერვი

🔸 1 კვერცხი, სუნელები და მარილი – გემოვნებით.


მომზადების წესი 👩‍🍳

გაატარეთ ქათმის ფილე ხორცის საკეპ მანქანაში, სტაფილო დაჭერით კუბიკებად და ბარდასთან ერთად 3-5 წუთით დაალბეთ ადუღებულ წყა­ლში. ფარშს დაუმატეთ წმინდად დაჭ­რილი ხახვი, სიმინდის კონსერვი, მდუღარეგადავლებული და გაწურული სტაფილო და ბარდა, კვერცხი, მარილი, სასურველი სანელებლები და კარგად აურიეთ. სველი ხელებით, გააკეთეთ კატლეტები და შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი